სვანი ექიმს ეუბნება:
- ექიმო, თქვენმა წამალმა ცოლს ვერ უშველა.
- რეგულარულად იღებდა? - ეკითხება ექიმი.
- დიახ!
- არც წურბელებმა უშველა?
- არა, სამი გადაყლაპა, მაგრამ მეოთხეს გადაყლაპვაზე სასტიკი უარი მითხრა.
ლ ლ ლ
ექიმი ავადმყოფს:
- ისუნთქეთ! არ ისუნთქოთ! არ ისუნთქოთ! არ ისუნთქოთ!.. ექთანო, გაიტანეთ. შემდეგი!
ლ ლ ლ
მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:
- ე.ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენმა ოსტატმა თვითონ გთხოვათ მისთვის თავში ჩაქუჩი ჩაგერტყათ?
- დიახ, ასეა.
- და ეს როგორ მოხდა?
- მან მითხრა: როდესაც ნალს ღუმელიდან გამოვიღებ, თავს დაგიქნევ, და მაშინვე ჩაქუჩი ჩამარტყი...
ლ ლ ლ
ჭიჭიკია მეძავს ეუბნება:
- უკაცრავად ქალბატონო, თქვენ ინტიმურ კავშირს ფულის გამო ამყარებთ?
- არა, როგორ გეკადრებათ!
- შენ აგაშენა ღმერთმა, კიდევ კარგი, თორემ ფული არ წამომიღია...
ლ ლ ლ
კორეულ რესტორანში კაცი ძაღლით შევიდა. ამ დროს ოფიციანტი წინ გადაუდგა და ეუბნება:
- უკაცრავად, მაგრამ აქ საკუთარი საჭმელის შემოტანა აკრძალულია.
ლ ლ ლ
მეზობლის ქალები მაროს ეუბნებიან:
- მარო, ე მიხოი რომ ქუჩაში ქალებს უკან დასდევს, არ ეჭვიანობ?
- მასე ჩვენი მურიაც დასდევს ქუჩაში მანქანებს, მაგრამ რა ხეირი, რო?!
ლ ლ ლ
მესაათე სეროჟას კლიენტი ეუბნება:
- ეს საათი ერთი კვირის წინ მოგიტანეთ გასაკეთებლად. თქვენ მაშინ მითხარით, რომ იგი ჩემზე დიდხანს გაძლებდა, მაგრამ სამ დღეში გაჩერდა!
- იცი რა, ჯიგარ, მაშინ ძალიან ცუდად გამოიყურებოდი, - პასუხობს სეროჟა.
ლ ლ ლ
სასადილოში კლიენტი მებუფეტეს ეუბნება:
- გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე და მოვიწამლე, ეტყობა, ხორცი იყო გაფუჭებული!
- შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, ჩვენს კატლეტში ხორცს რა უნდოდა?!
ლ ლ ლ
შვილი მამას ეუბნება:
- მამი, ჩვენი მათემატიკის მასწავლებელს შენი ნახვა უნდა.
- ისევ რამე დააშავე, არა, შე შობელძაღლო!
- არა, მამი, უბრალოდ ასე მითხრა, ის უტვინო მანახე, ვინც ეს ამოცანა ამოგიხსნაო.
ლ ლ ლ
მიხომ მამა საცოლის ოჯაში მოსალაპარაკებლად გაგზავნა.
- ჩემი შვილი თქვენი ქალიშვილის ხელს გთხოვთ, - ეუბნება ქალიშვილის მამას.
- თქვენ შვილს საკუთარი ხელი არ აქვს?
- როგორ არ აქვს, მაგრამ უკვე დაეღალა.
ლ ლ ლ
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
- რომელი ერია ყველაზე ლამაზი?
- გმადლობთ კომპლიმენტისთვის, - პასუხობს სომხეთის რადიო.
ლ ლ ლ
შაქრომ მაღაზიაში თევზი იყიდა და მიხოს ეკითხება:
- ჯო, ე კამბალა რატომაა ასეთი გაბრტყელებული?
- მე რავი ჯო, ალბათ ვეშაპთან იწვა ეგ შობელძაღლი, - პასუხობს მიხო.
ლ ლ ლ
ქუთაისის ავტობუსში:
- შემდეგ გაჩერებაზე ჩადიხართ?
- დიახ.
- თქვენს წინ რომ დგას, ისიც?
- ისიც ჩადის!
- ჰკითხეთ?
- დიახ!!
- და რა გიპასუხათ?
- შენი დედა ........!
- როგორ, ასე გიპასუხათ?
ლ ლ ლ
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
- რა არის ბიზნესი?
- ეს არის ძალის გამოყენების გარეშე ფულის წართმევის საშუალება.
- ბიზნესი რუსულად რაღა არის?
- ეს ნიშნავს მოიპარო ერთი ყუთი არაყი, გაყიდო და იმ ფულით გამოთვრე.
ლ ლ ლ
წარწერა მიხოს საფლავის ქვაზე:
- არც ახლა დაიჯერებთ თქვე შობელძაღლებო, რომ ავად ვიყავი?!
ლ ლ ლ
ოდესელ ებრაელს ეკითხებიან:
- როგორია ოდესის მცხოვრებთა პროცენტული შემადგენლობა?
- ათი პროცენტი რუსები არიან, ათიც უკრაინელები, დანარჩენი 80 პროცენტი ადგილობრივი მაცხოვრებლები ვართ!
ლ ლ ლ
მიხოს მამა გარდაეცვალა. დასაფლავების წინ ახლობლები ეუბნებიან:
- მიდი, რამე უთხარი, სანამ მიწას მიაყრიდნენ!
მიხო დასცქერის მამის ცხედარს და ეუბნება:
- ვა, ვირო, გაირტყი ახალი ფეხსაცმელები!
ლ ლ ლ
ჭიჭიკია და ბიჭიკია შალიკიას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად ესტუმრნენ. ჭიჭიკია კარს ფეხს ურტყამს.
- ჭიჭიკია, კარს ფეხს რატომ ურტყამ, ხელით დავაკაკუნოთ! - ეუბნება ბიჭიკია.
- ეგონება, ხელები საჩუქრებით გვაქვს დაკავებული და კარს გაგვიღებს, - პასუხობს ჭიჭიკია.
|