ბრაზილიური "სანტოსის” ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელი რონალდინიო კატალონიის "ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს. "რონალდინიო ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო და მის სიტყვებს უყურადღებოდ არასდროს დავტოვებ. მან "ბარსელონაზე” ბრწყინვალე ისტორიები მომიყვა. მიმაჩნია, რომ მასზე უკეთ კატალონიაზე არავინ იცის. რონიმ იქ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. "ბარსა” დიდი კლუბია, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები არიან თავშეყრილნი”, - განუცხადა 20 წლის ბრაზილიელმა El Mundo Deportivo-ს. შეგახსენებთ, რომ რონალდინიო კატალონიური გრანდის ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე "ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებული 254 მატჩი და 107 გოლია.