კატალონიის ბარსელონას ლეგენდამ, რონალდინიომ მისი ამჟამინდელი გუნდი ფლამენგო დატოვა. შეგახსენებთ, რომ რონალდინიოსა და გუნდის დირექტორებს შორის ყოველთვის იყო დავა ხელფასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 32 წლის ბრაზილიელს ინტერნაციონალთან მატჩში ბანანი ესროლეს, რაც რასიზმის გამომჟღავნების ნიშანია. "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს. გადავწყვიტე, რომ ეს გუნდი დავტოვო. ჯერ-ჯერობით არ ვიცი სად წავალ, თუმცა მინდა, რომ წასვლის წინ ამ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ფლამენგოში თამაში." - განაცხადა რონალდინიომ.
|