ცნობილი გახდა, რომ 2012-2013 წ.წ. წინასასეზონო მომზადების პერიოდში, სამეფო კლუბი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პირველი დაპირისპირება 3 აგვისტოს, თბილისის დროით 06 საათსა და 30 წუთზე შედგება, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან," რომელშიც დევიდ ბექემი გამოდის.შეხვედრა, ქალაქ კარსონში მდებარე "ჰოუმ დეპოტ ცენტრზე" აიღებს სტარტს.
რაც შეეხება მეორე ამხანაგურს, იქ, "რეალი" და "იუვე" შეერკინებიან ერთმანეთს (6 აგვისტოს, 07 საათზე, აშშ-ში).