ცომისთვის: 300 გ. ფქვილი 15 გ. საფუარი 250 მლ. თბილი წყალი 1/2 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. შაქარი 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი მოსაყრელად: 250 გ. პამიდვრის სოუსი 100 გ. სალამი 100 გ. მოცარელა 2 ცალი ტკბილი წიწაკა 2 ცალი ქამა სოკო 1/2 ჩ.კ. ხმელი ორეგანო შესაბამისი ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და ამოსასვლელად დადგით თბილ ადგილას. ამოსული ცომი ოდნავ ზეთიანი ხელით ისევ ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ. შემდეგ ამოფუებული ცომი დააგუნდავეთ. ოთხივე გუნდა იმის შესაბამისად გააბრტყელეთ, თუ როგორი ფორმის პიცას აცხობთ – მრგვალს თუ მართკუთხედს. ცალკე დაჭერით სოკო და ტკბილი წიწაკა. გაბრტყელებული ცომი სახლის პირობებში გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსხმულ საცხობ ფირფიტაზე და გადაუსვით პამიდვრის საწებელი; ზემოდან თანაბრად მოაყარეთ გახეხილი ყველი; შემდეგ დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სალამი; ბოლო ფენად მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, სოკო და იტალიური სუნელი – ორეგანო; ოდნავ მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოსაცხობად. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემადგენლობა: - ლორი
- ნახევარი ძეხვი
- 2 კბილი ნიორი
- 50 მლ ზეითუნის ზეთი
- 500 გრ პომიდორი
- 100 გრ ყველი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
ცომისთვის: - 700 გრამი ფქვილი
- 200 მლგრ წყალი
- 100 მლლტ ზეთი
- 20 გრ საფუარი
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
მომზადების წესი: ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო, დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 1-2 საათი. როცა ცომი აფუვდება დაამუშავეთ, შემდეგ გააბრტყელეთ, დადეთ ტაპაზე წაუსვით ზეთი, ზედ დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, სოკო , მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, ლორის ნაჭრები, ძეხვი, მოაფშვენით ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, შედგით ცხელ ქურაში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. სანამ გამზადდება რამოდენიმე წუთით ადრე ზემოდან დააწყვეთ წითელი და მწვანე მრგვლად დაჭრილი წიწაკა… გემრიელად მიირთვით!
|