დღეს ჟოზე მოურინიომ და კრიშტიანუ რონალდუმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.
მოურინიო: "ყველაზე მეტად ფეხბურთის მეშინია, რადგან ფეხბურთში სიურპრიზები მრავლად არის. საუკეთსო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს ანგარიში კი, ყევლას აფიქრებინებს, რომ ხვალ ძალზე დაძაბული მატჩი იქნება.რუსული გუნდები ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას უწევენ ნებისმიერ მეტოქეს. მათ კარგად იციან თავის დაცვა. მე ერთხელ უკვე დავუპირისპირდი ამ გუნდს. უნდა ვაღიარო, რომ მაშინ რუსებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ახლა კი, შევეცდები, რომ მათი დამარცხება კიდევ ერთხელ მოვახერხო. გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება."
"ფეხბურთში საოცრებები არ ხდება, თუმცა სიურპრიზები მრავლადაა. თუკი "ცსკა" ხვალ მოიგებს, მიზეზი ან მათი შესანიშნავი თამაში იქნება, ან ჩვენი ცუდი თამაში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მსრუს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლო. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მომავალი არ არის დამოკიდებული ლიგის მოგებასთნ."
"ჩვენს შრომას შედეგი გამოაქვს. გუნდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ჩვენი მთავარი მიზანი წარმატების მიღზევა და დადებითი შედეგის ჩვენებაა. არ აქვს მნიშვნელოვა მწვრთნელი ხარ დამხმარე მწვრთნელი, გუნდში ყველა თანაბარია.
"გუნდმა ორი სეზონის ჯამში სულ 19 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, საიდანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოდ ეს შედეგი. ყოველთვის რთულია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, რადგან აქ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო კლუბებს უპირისპირდები. თუმცა გუნდს არანაირი კომპლექსი არ აქვს და არცერთი კლუბის არ ეშინია. ჩვენ თამაში და ჩემპიონობა გვსურს."
"მჯერა, რომ ხვალ ყველა მაღალ დონეზე ითამაშებს. ძალზე კარგია, როდეასაც იგუაინი და ბენზემა მწყობრში არიან. არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ დავაყენო სასტარტოში, რადგან ორივე ფორვარდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
" ვხედავ, რომ ყველა გუნდი ძალზე ძლიერია შეტევაში. ჩვენც ზუსტად ასე ვართ. გუნდი ძალზე ბევრი გოლის გატანას ახერხებს. ჩვენ დიდ პრობლემას ვუქმნით ნებისმიერი გუნდის დაცვას და ყველასაგან განსხვავებულ გოლებს ვიტანთ."
"ჩელსიმ" "ნაპოლთან" 1:3 წააგო, თუმცა ლონდონელებს საკუთარ მოედანზე შეუძლიათ ყველაფერი გამოასწორო და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. სამწუხაროდ, ამ შეხვედრას ვერ დავესწრები, რადგან ჩემს გუნდს ხვალ აქვს თამაში. რაც შეეხება, "ინტერისა" და "მარსელის" დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ "მარსელსა" და ზიდანს დიდ პატივც ვცემ, მე "ინერს" ვგულშემატკივრობ."
რონალდუ: "ხვალინდელ დაპირისპირებაზე ცოტას ვნერვიულობ. მინდა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ, რის ხარჯზეც წარმატებას მივაღწევთ. თუკი ხვალ გავიმარჯვებთ, შემდეგ ეტაპზე გადავალთ; თუ წავეგებთ კი, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დავრჩები. გუნდი კონცენტრირებულია მომდევნო მატჩზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთბთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
"მოურინიო თავის კვალც დატოვებს მადრიდის "რეალში". რამდენიმე თვის წინ, გავიგონე, თუ როგორ გაჰყვიროდა გულშემატკივარი ჩემს სახელს, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ჩვენ მოედანზე კარგი ატმოსფერო გვჭირდება. მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ და თუკი ჩვენ ერთად ვიქნებით, ამ წელს აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას."
"ყოველ წელს შენ რაღაც ახალს სწავლო. მე მადრიდის "რეალმა" ბევრი რამ მასწავლა."
"რუსები ყოველთვის ძლიერები არიან, რადგან მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ რუსულმა გუნდმა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ არა ამ სეზონში, რადგან ლიგის მოგებას ჩვენ ვგეგმავთ."
"მარტო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" არ არიან ფავორიტები, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მაღალი დონის გუნდებიცაა. ხვალ გუნდმა უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს, რადგან ჩვენ ვუპირისპიდებით ძალზე სახიფათო გუნდს."
"არ შემიძლია რაიმე პირობა მოგცეთ. კარგ სეზონს ვატარებ და გუნდის კარგ ფორმაშია. ჩემთვის მთავარი გუნდია, ინდივიდუალური მიღწევები კი, მეორე ადგილზე დგას. სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ უნდა გავარძელოთ მუშაობა და შევინარჩუნოთ ფორმა, რადგან მსურს, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო."
"ჰონდა კარგი ფეხბურთელია. ძალზე სახიფათოა, როცა მას ბურთი აქვს."
"ბუნებრივი კატასტროფები გაუკონტრორებელია. ყველას კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა ერთი წლის წინ იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ იაპონელებმა გააგრძელოთ მუშოაბა და ქვეყანა ფეხზე დააყენონ. ყველაზე კარგი სიტყვა ასეთ მომენტში გასამხნევებლად არის "იმედი"... იმედია, მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება."
ინფორამციის წყარო: RealMadrid.Com
|