ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელების უმრავლესობა ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. კერძოდ, "ლა ლიგის" 33 ფეხბურთელი მიიღებს კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობას. სხვათა შორის, მათი მესამედი მადრიდის "რეალზე" მოდის (5 მადრიდისტა ესპანეთის, 3 პორტუგალიის, 2 გერმანიის, ხოლო ერთი - საფრანგეთის ღირსებას დაიცავს).
ამ მხრივ, "ლოს ბლანკოსი" პირველობას ესპანეთში არავის უთმობს. მეორე ადგილზე "ბარსელონაა", რომელსაც ევრო 2012- ზე 8 ფეხბურთელი წარმოადგენს. ასევე კონტინენტის პირველობისთვის "ვალენსიას", "სევილიას", "სარაგოსას", "ატლეტიკის", "მალაგასა" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელებიც იბრძოლებენ.
გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე, მიუნხენის "ბაიერნია". თავიანთ ნაკრებებში "რეკორდმაისტერის" 12 მოთამაშეს უხმეს. როგორც მიხვდით, მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია" (11 ფეხბურთელი), ხოლო მესამე ადგილს კიევის "დინამო" იკავებს (10).
იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელიც მადრიდის "რეალს" წარმოადგენს ევრო 2012- ზე, მხოლოდ ხედირასა და იოზილისთვის იქნება სადებიუტო ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
|