გერმანიის ნაკრების წევრმა, მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის მაღალი დონის ფეხბურთელი. "გუნდში ყველა სერიოზულად ეკიდება ევრო 2012-ს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ ტურნირის მოგების კარგი შანსი გვაქვს და კარგად ვართ მომზადებულები." - განაცხადა კლოზემ. "ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიასთან მატჩით ვხსნით. მათთან არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ახლა ეს შეხვედრა სულ სხვანაირი იქნება. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობს ამ ნაკრებში - პორტუგალიელებს სხვა ტალანტებიც ჰყავთ."
|