"ანჟის" ხელმძღვანელმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ მახაჭკალელები შეეცდებიან, საკუთარ გუნდში სათამაშოდ გადაიბირონ "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, სათამაშოდ მოვიწვიოთ "ანჟიში" მესი და რონალდუ, როგორც კი ამ ფეხბურთელებს არსებულ კლუბებთან კონტრაქტი ამოეწურებათ. ახლა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. რასაც ის "ბარსაში" აკეთებს, წარმოუდგენელია. კრიშტიანუ "რეალის" ლიდერია. პირადად მე ამ ორს შორის უპირატესობას ვერცერთ ვერ მივანიჭებ." - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა "მარკასთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ რობერტო კარლოსი საკლუბო დონეზე წლების განმავლობაში იცავდა მადრიდის "რეალის" ღირსებას.
|