მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრმა, მესუთ იოზილმა, სპორტულ ფირმა "Nike"-თან ახალი რეკლამა გადაიღო. სრულიად ახალ რეკლამაში იოზილთან ერთად გერმანიის ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წარმომადგენელი ლირა ბაირამაიც გამოდის.
სპორტულ ფირმასთან კონტრაქტი მესუთ იოზილის გარდა, არაერთ მადრიდელს აქვს გაფორმებული. მაგ: აპრილის დასაწყისში გერმანულმა სპორტულმა კომპანია "Adidas"-მა, გონსალო იგუაინის სახით კიდევ ერთი წარმომადგენელი დაკარგა. "პიპიტამ" სწორედ "Nike"-თან გააფორმა ახალი კონტრაქტი. მიუხედავად ამისა, გერმანულ ფირმასთან მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთა უმეტესობას აქვს გაფორმებული კონტრაქტი: ქარიმ ბენზემას, ანხელ დი მარიას, რიკარდუ კაკას, ემანუელ ადებაიორს, ჩაბი ალონსოს, ანტონიო ადანს, სერხიო კანალესსა და ესტებან გრანეროს.
სპორტულ ფირმა "Nike"-თან კონტრაქტი მესუთ იოზილის გარდა, კონტრაქტი სერხიო რამოსს, მარსელოს, გონსალო იგუაინს და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ გაფორმებული. დღესდღეობით, იკერ კასილასი ერთადერი ფეხბურთელია მადრიდის "რეალში", რომელსაც ხელშეკრულება სპორტულ ფირმა "Reebok"-თან აქვს დადებული. პეპეს და გარაი კი "Umbro"-ს სახეები არიან.
ამასთანავე, სპორტულ კომპანია "Nike"-თან კონტრაქტი საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელებს აქვთ გაფორმებული. ესენი არიან: სესკ ფაბრეგასი, ფერნანდო ტორესი, სერხიო აგუერო, ალეშანდრე პატო, ანდრეი არშავინი, უეინ რუნი, კარლოს ტევესი, დიდიე დროგბა, რაფაელ ვან დერ ვაარტი, უესლი სნეიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედენ ჰაზარდი, კარლოს ველა, ფაბრიციო მიკოლი, მარკო ბორიელო, პედრო როდრიგესი, ნეიმარ სანტოსი, აარონ ლენონი, ტეო ვოლკოტი და სხვები...