შოტლანდიის ფეხბურთში ისტორიული სკანდალი მომწიფდა - ქვეყნის 54-გზის ჩემპიონი "გლაზგო რეინჯერსი” არ დაუშვეს 2012/13 წლების პრემიერლიგის გათამაშებაში. კლუბების უმრავლესობამ ხმა გლაზგოელების ახალი სეზონის კალენდარში შეყვანის წინააღმდეგ მისცა. შოტლანდიის პრემიერლიგაში მონაწილეობას კვლავ 12 კლუბი მიიღებს, თუმცა დღეისთვის ცნობილია 11-ის ვინაობა. დიდი შანსია, რომ "რეინჯერსის” ადგილი პირველი დივიზიონის "დანდიმ” დაიკავოს. რაც შეეხება თავად ‘’გლაზგო რეინჯერსს”, კლუბი ახლა უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია, რის გამოც იგი შესაძლოა მესამე დივიზიონში ჩამოაქვეითონ
|