კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გაიყვანა. მან დუბლი შეასრულა "ნარინჯისფერთა" კარში.
ანგარიში მე-11 წუთზე რაფაელ ვან დერ ვაარტმა გახსნა. 28-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ჟოაუ პერეირას პასით დალაშქრა ჰოლანდიელთა კარი, ხოლო 74-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.
პირველ ადგილზე გერმანია გავიდა 9 ქულით, მეორეზე პორტუგალია 6 ქულით, მესამეზე დანია 3, ხოლო ბოლოზე ჰოლანდია სამარცხვინო, 0 ქულით.
1/4 ფინალში პორტუგალიელთა მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება.