ევროპის ჩემპიონატი პოლონეთისა და საბერძნეთის მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
ტურნირზე პირველი გოლი მე-17 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. დიმიტრიოს სალპინგიდისმა 51-ე წუთზე გაათანაბრა.71-ე წუთზე ბერძნებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ კარაგუნისმა პენალტი ვერ გამოიყენა.
არბიტრმა მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევა. 44-ე წუთზე პაპასტოპულოსი, 69-ე წუთზე კი ვოიცეხ შესნი.