შაბათი, 2024-12-21, 5:12 PM
                          
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 23081
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 6045
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 5327
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 5257
სახალისო სტატუსები / Sasacilo Statusebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4617
ცნობათა ბიურო

კომენტარები: 0 ნანახია: 4616
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4573
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 4081
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 5:12 PM
თქვენი IP: 3.144.91.33
თარიღი: 2024-12-21
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივნისი » 20 » EURO 2012 ფეხბურთელები კლუბების მიხედვით
5:30 PM
EURO 2012 ფეხბურთელები კლუბების მიხედვით
image
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელს თავის მხრივ აქვს საკლუბო კარიერა და გამოდის რომელიმე ქვეყნის კლუბში. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ იმ კლუბების მონაცემებს, რომლის ფეხბურთელებიც თამაშობენ მიმდინარე ევროპირველობაზე. 

მაშ ასე, სიაში მოყვანილი კლუბები დალაგებულია ევროპირველობაზე გაშვებული ფეხბურთელთა რაოდენობებითა და სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელთა რაოდენობის მიხედვით:

პირველი ამ სიაში გერმანული გრანდი „მიუნხენის ბაიერნია" - რომელსაც მიმდინარე ევროპირველობაზე ყველაზე მეტი 12 ფეხბურთელი ყავს გაშვებული სათამაშოდ, მათგან 8 გერმანიის ნაკრებშია, 1-ჰოლანდია, 1-ხორვატია, 1-საფრანგეთი და 1-უკრაინა, რაც ჯამში 5 ქვეყანას მოიცავს.
მეორეა მადრიდის „რეალი", რომელსაც 11 ფეხბურთელი ყავს გაშვებული, საიდანაც 2-გერმანიაში, 3-პორტუგალიაში, 1-საფრანგეთში და 5-ესპანეთის ნაკრებში თამაშობს. რაც ჯამში 4 სხვადასხვა ქვეყანაა.
3. კიევის „დინამო" საიდანაც 10 ფეხბურთელი თამაშობს ევროპაზე, აქედან 9-უკრაინის ნაკრებში გამოდის, ხოლო 1-ხორვატიაში, რაც სულ რაღაც 2 ქვეყანაა.
4. „ლივერპული" -მერსისაიდელებს ევროპაზე 9 ფეხბურთელი ყავთ გაშვებული, ქედან 1-ესპანეთი, 1-ჰოლანდია, 1-დანია და 6-ინგლისი. სულ რაღაც 4 ქვეყანა მოიცვა ლივერპულმა.
5. დორტმუნდის „ბორუსია"-გერმანიის ჩემპიონს ევროპაზე 8 ფეხბურთელი ყავს სათამაშოდ გაშვებული, საიდანაც 3-პოლონეთის, 4-გერმანიის და 1-ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებში გამოდიან. რაც ჯამში 3 ქვეყანაა.
6. ესპანური „ბარსელონა", რომლსის ასევე 8 ფეხბურთელია ევროპაზე, აქედან 7-ესპანეთის ნაკრებში თამაშობს, 1-ჰოლანდიაში, ეს კი ჯამში „მოკრძალებულად" 2 ქვეყანას მოიცავს.
7."მანჩესტერ სიტი"-ასევე 8 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი ევროპაზე. აქედან 1-იტალია, 1-ესპანეთი, 1-ჰოლანდია, 3-ინგლისი და 2-საფრანგეთის ნაკრებებში გამოდიან, რაც ჯამში 5 ქვეყანას მოიცავს.
8. „დონეცკის შახტარი"-უკრაინულმა კლუბმა ევროპაზე სათამაშოდ 8 ფეხბურთელი გაუშვა, საიდანაც 1-ჩეხეთის, 2-ხორვატიის და 5-უკრაინის ნაკრებში თამაშობს. ეს კი სულ რაღაც 3 ქვეყანაა.
9. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი" -რუსულმა კლუბმა ასევე 8 ფეხბურთელი გაუშვა სათამაშოდ, საიდანაც 7-რუსეთის ნაკრებში გამოდიოდა, ხოლო 1-პორტუგალიის. ესეც მოკრძალებული 2 ქვეყანაა.
10-14. ათეულს „არსენალი" ასრულებს, ლონდონურ კლუბს მხოლოდ 7 ფეხბურთელი ყავს გაშვებული, მაგრამ პირველია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შორის. არსენალის 7 ფეხბურთელი 6 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას წარმოადგენენ, ესენია: 1-ჩეხეთი, 1-პოლონეთი, 1-გერმანია, 1-ჰოლანდია, 1-საფრანგეთი და 2-ინგლისი.
აქვე დავამატებ, რომ: 7 ფეხბურთელი, გარდა „არსენალისა", ასევე გაშვებული ყავს: ლონდონურ „ჩელსის", „მანჩესტერ იუნაიტედს", ტურინის „იუვენტუსს" და მოსკოვის „ცსკა"-ს.
6-6 ფეხბურთელი თამაშობენ იტალიურ „მილანიდან", ჰოლანდიურ „პსვ" -დან, პლზენის „ვიქტორია" -დან და ბერძნულ „ოლიმპიაკოსიდან".
ჯამში ევროპირველობაზე წარმოდგენილია სულ 134 კლუბის 368 ფეხბურთელი.
ამ 134 კლუბიდან არაევროპული მხოლოდ 2 კლუბია: საუდის არაბეთის „ალ ჰილალი" -სადაც შვედეთის წარმომადგენელი კრისტიან ვილჰელმსონი თამაშობს, მეორე კი აშშ-ს ლოს-ანჯელეს „გალაქსი" სადაც ირლანდიის წარმომადგენელი რობი კინი გამოდის.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ მილანის „ინტერი" მხოლოდ 1-ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, ეს ერთადერთი კი უკვე საკუთარ სახლში დაბრუნებული ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერია.
ერთი კლუბიდან ყველაზე მეტი, 9 ფეხბურთელი თამაშობს ერთ ნაკრებში ეს კლუბი „კიევის დინამოა". ამ კუთხით მეორე ადგილზე „მიუნხენის ბაიერნია" -8 ფეხბურთელით, მესამე ადგილს ერთბაშად 3 კლუბი იყოფს: ესპანური „ბარსელონა", სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი" და ტურინის „იუვენტუსი" 7-7 ფეხბურთელით. 
ერთი კლუბიდან ყველაზე მეტ 6 სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ ლონდონის „არსენალი"-ს ფეხბურთელები. ამ კომპონენტში მეორე ადგილს 5-5 ქვეყნით ერთბაშად იყოფენ: „მიუნხენის ბაიერნი", „მანჩესტერ სიტი" და „ჩელსი".
აქვე ბოლოს შევეხები გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბების მონაცემებსაც.
პირველ ადგილზე რათქმაუნდა მიუნხენის „ბაიერნია" – 12 ფეხბურთელი და 5 სხვადასხვა ქვეყანა, ამ 12-დან კი 8 ნაციონალმანშაფტის წევრია.
მეორეზეა გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია" – 8 ფეხბურთელი, აქედან 4-გერმანიის ნაკრებში გამოდის.
3. ლევერკუზენის „ბაიერი" და ბრემენის „ვერდერი" 4-4 ფეხბურთელი. „ბაიერის" რიგებიდან 2 გერმანიის ნაკრებში გამოდის. ხოლო „ვერდერიდან" კი 1 გამოდის გერმანიის ნაკრებში.
4. გელზენკირხენის „შალკე" საიდანაც 3 ფეხბურთელია ევროპირველობაზე წასული და აქედან 1 ირიცხება ბუნდესნაკრებში.
5. „ჰანოვერი" სულ 2 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, აქედან 1 გერმანიის ნაკრებში გამოდის.
6. „შტუტგარდი", „ვოლფსბურგი", „კიოლნი", ფრანკფურტის „აინტრახტი", დიუსელდორფის „ფორტუნა", „ჰამბურგი", „ჰერტა", „მაინცი", მიუნხენგლადბახის „ბორუსია" და „ნიურნგბერგი" - ამ კლუბებიდან თითო-თითო ფეხბურთელია ევროპირველობის მოთამაშე, ხოლო აქედან ნაკრების ღირსებას მხოლოდ „კიოლნის" და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას" ფეხბურთელები იცავენ. ლუკაშ პოდოლსკიზე და მარკო როისზე შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ამ კლუბებში აღარ ირიცხებიან.

სულ ესაა მიმდინარე ევროპირველობის კლუბებისა და ფეხბურთელების სტატისტიკური მაჩვენებელი. აქ არაა განხილული ხარისხობრივად რომელი კლუბის ფეხბურთელები უფრო მეტად არიან ჩართულები თავიანთი ქვეყნის ნაკრებების წარმატებაში, ან რომელი კლუბის რამდენი წევრია ნაკრებში ძირითადი ბირთვის შემადგენელი ნაწილი. სტატია მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობითაა შედგენილი.
კატეგორია: ფეხბურთი | ნანახია: 1140 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები