C ჯგუფში ყველაფერი მე-3 ტურში გადაწყდება - ჯგუფიდან გასვლის შანსი სამ გუნდს: ესპანეთს, იტალიას და ხორვატიას აქვთ, ხოლო ირლანდიას უკვე სახლში დასაბრუნებელი ბილეთები აქვს შეკვეთილი. ჯგუფის მთავარი ომი კი გდანსკში "არენა გდანსკზე” გაიმართება, სადაც ხორვატიას სამეოთხდეფინალო საგზურის გასარანტირებლად ესპანეთის დამარცხება სჭირდება, ხოლო დელ ბოსკეს გუნდისათვის ფრეც მისაღები შედეგი იქნება. თავის მხრივ, აუცილებლად მოსაგები აქვს იტალიის ნაკრებსაც, რომელიც ჯგუფის აუთსაიდერს ირლანდიას ხვდება, თუმცა არაა გამორიცხული ჯოვანი ტრაპატონის ამაყმა ირლანდიელებმა თავის დადონ ბოლო ტურში. სლავენ ბილიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):"არანაირ შედეგიან ფრეზე არ ვფიქრობთ, ეს სისულელე იქნებოდა. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან რა უნდა გააკეთონ და საბრძოლოდ არიან განწყობილნი. ეს იქნება მათი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. ვთვლი, რომ ესპანეთის ნაკრებმა ამ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ორი სახე აჩვენა და გუნდმა ორი განსხვავებული მატჩი ჩაატარა. ჩვენ კი ისე ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, როგორც თავად ესპანელები პირველ ტურში. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტხანს გავაკონტროლოთ ბურთი და მეტი ვიმოძრაოთ. ერთის თქმა ახლავე შემიძლია, რომ ძალიან გაგვიჭირდება, მეტოქე ხომ ბოლო 5 წლის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.” ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის სიურპრიზების ადგილი. ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. მაგალითად ვფიქრობდი, რომ პოლონეთი და რუსეთი ჯგუფიდან გავიდოდნენ… ეს უნდა გვახსოვდეს და ისიც, რომ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ცუდად მთავრდება სპორტის ამ სახეობაში. ასე, რომ თუ ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ხორვატიის ნაკრები აუცოლებლად დაგვსჯის. მეტოქეს დიდი პატივიცსემით ვეპყრობით, ორივე გუნდი გამარჯვებაზე ითამაშებს.” C ჯგუფი, გდანსკი "არენა გდანსკი” ხორვატია - ესპანეთი (22.45) პოზნანი "მაისკი” იტალია - ირლანდია (22.45) 1.ესპანეთი 2 1 1 0 5-1 4 2.ხორვატია 2 1 1 0 4-2 4 3.იტალია 2 0 2 0 2-2 2 4.ირლანდია 2 0 0 2 1-7 0
|