პარასკევი, 2024-04-26, 3:56 PM
                          
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 22930
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 5867
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 5169
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 5017
სახალისო სტატუსები / Sasacilo Statusebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4447
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4424
ცნობათა ბიურო

კომენტარები: 0 ნანახია: 4371
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 3910
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 3:56 PM
თქვენი IP: 18.226.251.22
თარიღი: 2024-04-26
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » დამშვიდობება ფენომენთან
8:47 PM
დამშვიდობება ფენომენთან
საოცრება, რომელიც ფეხბურთში რეალობად იქცა, საოცრება, რომელიც 34 წლის წინ, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ უღარიბეს უბანში დაიბადა. დღეს, 2011 წლის 14 თებერვალს, წერტილი დაესვა ეპოქას, რომელიც მან უამრავი სირთულისა და უმძიმესი დაბრკოლებების თანხლებით შექმნა. ლეგენდარული რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა დღეიდან აღარასდროს გამოვა მოედანზე პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში.

"სანტიაგო ბერნაბეუდან" "კამპ ნოუმდე", "სან სიროდან" ისევ "სან სირომდე". ის ქმნიდა ხელოვნებას, რომელიც თავბრუს ახვევდა უკლებლივ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა, კანის ფერისა და სქესისა. ეს იყო ამაღელვებელი ილუზია ბავშვისა, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ეთამაშა, ილუზია, რომელიც რაღაც საოცრების წყალობით რეალობად იქცა. ვერც პირადმა პრობლემებმა და ვერც უმძიმესმა ტრავმებმა ვერ შეუშალა "ელ ფენომენოს" ხელი, რომ საკუთარი მაგიური ფეხბურთი ეჩუქებინა მსოფლიოსთვის.

გამაოგნებელი ტექნიკის პატრონი, მუდამ გამოუცნობი და, უბრალოდ, ნამდვილი ჯადოქარი, ძლიერი და მოქნილი, გამანადგურებელი, შეუჩერებელი და საოცრად ზუსტი. ერთი სიტყვით - რონალდო. არ არსებობს ეპითეტი, რომელიც უკეთ დაახასიათებს ამ მოვლენას. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ისტორიას, მას მომავალი თაობები გაიცნობენ, როგორც უდიდეს გენიოსს, ამოუცნობ ფენომენს, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით შემოიჭრა საფეხბურთო სამყაროში და, უკან მიმავალმა, თან გაიყოლა მილიონობით ადამიანის გული.

"დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ წერტილი დავუსვა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას. ვიცი, რომ ეს წლები დიდებული, ლამაზი, ამაღელვებელი იყო. ბევრი მარცხი, ურიცხვი გამარჯვება. უამრავი მეგობარი. არცერთი მტერი".

"კარიერის დასრულება რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გამუდმებით მაწუხებდა სხავდასხვა ტრავმა და ფიზიკურმა დისკომფორტმა მაიძულა, დაგეგმილზე სწრაფად მიმეღო წასვლის გადაწყვეტილება".

"ოთხი წლის წინ, "მილანში" აღმოვაჩინე, რომ ჰიპოთირეოდი მაქვს და მას განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება. ბევრი ითქვა ჩემი მასის შესახებ, მისი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ".

"ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა. ყველა კლუბს, რომელთა ღირსებასაც ვიცავდი, თითოეულ ფეხბურთელს, რომლებიც ჩემს გვერდით და ჩემს წინააღმდეგ თამაშობდნენ. ყველას, ვინც ერთგული ან ორგული იყო. მწვრთნელებს, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემდი და რომლებთანაც განსხვავებული პროფესიონალური შეხედულებები მქონდა".

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ყველა კრიტიკოსს, რომლებიც დამეხმარნენ, უკეთესი გავმხარიყავი".

"მინდა მადლობა გადავუხადო "კორინთიანსის" გულშემატკივრებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ოდნავ აგრესიულად იქცეოდნენ".

"აუცილებლად დავრჩები ფეხბურთში, დავრჩები "კორინთიანსში". ჩემი მომავალი კარგადაა დაგეგმილი. გავხსნი ფონდს, სახელად "ფენომენთა აღზრდა", სადაც, იმედი მაქვს, უამრავ დროს გავატარებ".

"იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდი, უზარამაზარი მსხვერპლის ფასად".

"უდავოა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წამი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო".

"ძალიან ძნელია, დატოვო ის, რაც ასეთ ბედნიერებას განიჭებს, ასეთ ბედნიერებას ამდენი წლის განმავლობაში. სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, უყუყმანოდ გავაგრძელებდი კარიერას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩემი სხეული ხელს აღარ მიწყობს. დროა, ყველაფერს წერტილი დავუსვა".

სათამაშო კარიერის ქრონოლოგია:

1993: აქვს დებიუტი "კრუზეიოროს" რიგებში და იტანს პირველ გოლს, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი.

1994: აქვს დებიუტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით, არგენტინის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში.

1994: "სელესაოსთან" ერთად იგებს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.

1994: დებს ხელშეკრულებას "ერედივიზიონის" გრანდ "პსვ ეინდჰოვენთან".

1995: ამთავრებს სეზონს "ერედივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 30 გატანილი გოლით.

1996: იგებს ჰოლანდიის თასს "პსვ" - სთან ერთად.

1996: ტოვებს "პსვ" - ს და გადადის კატალონიის "ბარსელონაში".

1996: ხდება "ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი"; მეორე ადგილს იკავებს "ოქროს ბურთის" გათამაშებაში.

1997: იგებს ესპანეთის სამეფო თასს და თასების მფლობელთა თასს "ბარსელონასთან" ერთად.

1997: ამთავრებს სეზონს "ლა ლიგას" საუკეთესო ბომბარდირის რანგში, 34 გატანილი გოლით.

1997: იგებს "ოქროს ბუცს".

1997: გადადის მილანის "ინტერში".

1997: ხდება "ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი"; იგებს "ოქროს ბურთს".

1997: იგებს "კოპა ამერიკას" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

1998: იგებს "უეფას თასს" "ინტერის" რიგებში.

1998: იკავებს მეორე ადგილს 1998 წლის მუნდიალზე, "სელესაოსთან" ერთად.

1998: იგებს "ოქროს ბურთს" 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

1999: იგებს "კოპა ამერიკას" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

1999: იღებს მუხლის პირველ სერიოზულ ტრავმას.

2000: იღებს მუხლის მეორე უმძიმეს ტრავმას.

2002: იგებს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

2002: ხდება 2002 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი, 8 გატანილი გოლით.

2002: ხდება "ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი"; იგებს "ოქროს ბურთს".

2002: ტოვებს "ინტერს" და გადადის მადრიდის "რეალში".

2002: იგებს საკონტინენტთაშორისო თასს "ბლანკოსთან" ერთად.

2003: იგებს "ლა ლიგას" მადრიდის "რეალის" რიგებში.

2004: ხდება "ლა ლიგას" საუკეთესო ბომბარდირი, 24 გატანილი გოლით.

2006: აღწევს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალამდე, "სელესაოსთან" ერთად.

2007: იგებს "ლა ლიგას" მადრიდის "რეალის" რიგებში.

2007: ტოვებს მადრიდის "რეალს" და გადადის "მილანში".

2008: იღებს მუხლის მესამე სერიოზულ ტრავმას.

2009: ტოვებს ევროპას და ბრუნდება ბრაზილიაში, "კორინთიანსში".

2009: იგებს ბრაზილიის ჩემპიონატსა და ბრაზილიის თასს "კორინთიანსთან" ერთად.

2010: ხდება ათწლეულის ფეხბურთელი Goal.com - ის ვერსიით.

2011: ტოვებს პროფესიონალურ ფეხბურთს.

როდესაც დაიწერება კვლევები ფეხბურთის ისტორიის შესახებ, უკანასკნელი დეკადა და კიდევ ცოტა მეტი შთამომავლობას დარჩება, როგორც სპორტის ამ სახეობის საუკეთესო და ყველაზე ცუდი პერიოდი და, უფრო მეტად, როგორც პერიოდი ორი ლეგენდისა. თუ ჩვენ ზერელად გადავავლებთ თვალს გასულ 15 წელიწადს, ბევრ ისეთ სახეს და ადგილს დავინახავთ, რომ ვერაფრით გავუმკლავდებით ბავშვური პოეზიის შემოტევას, ანდა ვერ აღვუდგებით წინ გულწრფელ ღიმილს. ჩვენ ვნახავთ რონალდინიოს, იქ მყოფს, იმის მკეთებელს, შემდეგ გასუქებულს. მაგრამ გვეცოდინება, რომ ვიღაც უკვე იყო იქ, აკეთებდა იმას და სუქდებოდა მის წინაც. ჩვენ ვნახავთ ანრის, საოცარს, დიდებულს, შეუჩერებელს და ფრანგს. მაგრამ გვეცოდინება, რომ ვიღაც უკვე იყო საოცარი, დიდებული, შეუჩერებელი და ფრანგი მის წინაც. ჩვენ ვნახავთ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, რომლებიც ბოლოში წამოყოფენ თავს, იციან რა, რომ მათი ერა ახლა იწყება, თუმცა აქამდე ღირებული ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენ ვნახავთ კლინსმანებსა და ბაჯოებს, იქვე იქნებიან ბექჰემები და ბერგკამპები, ფიგუები და ნისტელროიები, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ ჩავთვლით მთავარ ფიგურად. ეს პატივი მხოლოდ ორ ადამიანს ხვდება წილად; ორ ბუმბერაზ ადამიანს, რომელმაც პირადად განსაზღვრა საკუთარი საფეხბურთო თაობა. ზინედინ იაზიდ ზიდანი და რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა... - მე მოვდიოდი დასაბამიდან...

კატეგორია: ფეხბურთი | ნანახია: 1136 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები