მილანიდან დაბრუნების შემდეგ გუნდმა ”ნოუ კამპზე” ივარჯიშა. ადრიანომ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა, ისევე როგორც ერიკ აბიდალმა.
მილანიდან დაბრუნებისთანავე, სადაც გუნდმა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შეხვედრა გამართა ”ბარსელონა” შეუდგა ვარჯიშს ”ნოუ კამპზე”. ბილბაოს ”ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრამდე გუნდი კიდევ ერთ სავარჯიშო სესიას გამართავს.
ადრიანო გუნდს შეუერთდა
იმ 21 ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც მილანში იმყოფებოდნენ ვარჯიშობდა ადრიანო კორეიაც. ტრავმის შემდეგ მან პირველად ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად. სესიაზე ასევე ერიკ აბიდალიც იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ადრიანომ კუნთის ტრავმა ”გრანადასთან” მატჩში, 20 მარტს მიიღო.
შაბათს დილით, ისევე როგორც ყოველი საშონაო მატჩის წინ გუნდი ბოლო დეტალებს დააზუსტებს ”ატლეტიკთან” გასამართ შეხვედრამდე. მატჩი ”ნოუ კამპზე” ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება. გუნდი 12:30 საათზე ივარჯიშებს, შემდეგ ფეხბურთელები ერთად ისადილებენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 20:15 საათზე შეიკრიბება.