"შალკეს" ფორვარდი რაული ზაფხულში კატარის "ალ-ალჰში" გააგრძელებს კარიერას. გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
"ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთ-ერთი ბოლო შემოთავაზება ამერიკული "სიეტლ-საუნდერისგან" იყო, თუმცა, რაულმა კატარულ გუნდთან შეთანხმებას ჯერ კიდევ იანვარში მიაღწია,"-განაცხადა რობერტო გომესმა გაზეთ Marca - ს მიმომხილველმა და ჰინეს კარვაჰალის ფეხბურთელის აგენტის მეგობარმა.
ესპანური ჟურნალის თანახმად, "შალკე" უკანასკნელ მომენტამდე ცდილობდა რაულთან კონტრაქტის გახანგრძლივებას:
"გაზპრომმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო ამ სიტუაციაში. საქმე პუტინის მრჩეველებთანაც მივიდა."
კატარულმა გუნდმა ესპანელ ბომბარდირს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. "შალკე" ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას აპირებდა, მაშინ როდესაც თვითონ ფეხბურთელი მინიმუმ 2 წლიან შეთანხმებაზე იყო თანახმა.