შაბათი, 2017-11-25, 1:06 AM
                          
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 21469
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 4074
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 3736
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 3668
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 3442
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 2696
statusebiii!!

კომენტარები: 1 ნანახია: 2076
statusebiii!!

კომენტარები: 1 ნანახია: 1923
სტატუსები და ბრძნული აზრები

კომენტარები: 0 ნანახია: 1892
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:06 AM
თქვენი IP: 54.225.36.143
თარიღი: 2017-11-25
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » აპრილი » 24 » ბარსელონა
10:22 PM
ბარსელონა
ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს]. კლუბის დევიზია „Més que un club" (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).
„ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.
კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე).

ისტორია
1899-1908 
1899 წლის 22 ოქტომბერს ჰანს გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს "ხიმნასიო სოლე"-ში პირველი შეკრება შედგა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერი უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პაროსნსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".[1]
"ბარსა" მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად "ბარსელონა" კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს "ბარსელონამ" პირველი ტიტული "კოპა მაკაი" მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ვისკაისთან" დამარცხდა (1:2).[2]
1908-1923
1908 წელს ჰანს (ხუან) გამპერი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. გამპერმა გუნდი გაჭირვების პერიოდში ჩაიბარა. "ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანად 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა "ბარსელონასთვის" სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი "კარერ ინდუსტრიაზე" გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა.[3] გამპერმა ასევე კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.
იმავე წელს ბარსა ახალ სტადიონზე "Les Corts"-ზე გადაბარგდა. სტადიონი თავდაპირველად 20 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ კი ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.[4]
გამპერმა გუნდში მოიყვანა პაულინო ალკანტარა, რომელიც დღემდე რჩება კლუბის საუკეთესო ბომბარდირად (356 გოლი). 1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი".[2][3] იმ დროისთვის ალკანტარასთან ერთად გუნდში ირიცხებოდნენ: საგიბარბა, რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სასუმაგა და ფრანც პლატკო.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
რივერა, რესპუბლიკური და სამოქალაქო ომები (1923-1938) 
წარმატებულ 20-იან წლებში, კლუბს ბევრი არასპორტული პრობლემა ექმნებოდა. პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი,[5] სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[3]
თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით "ბარსა" 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი.[6][2] 1 თვის შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს.[7] 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა.[8] მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.
C. de F. Barcelona (1939-1974)ფაილი:Camp nou 2.jpg
ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ. ამიტომ F.C. Barcelona (რომელიც ინგლისურევნოვანი დასახელება იყო) C. de F. Barcelona-ად გადაკეთდა. კლუბის გერბიდან ამოღებული იქნა კატალონიური დროშაც და ადგილობრივი მოსახლეობა კატალონიურ ენაზე მხოლოდ სტადიონზე თუ საუბრობდა.[4]
1943 წელს "ლეს კორტს"-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა' ის მატჩი 11:1 მოიგო.[10]
რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად "ბარსა" მაინც აღწევდა წარმატებებს. 1945 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, 1929 წლის შემდეგ. ამ გუნდში ხოსეპ სამიტიერის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ: რამალეტსი, სესარი და ველასკო. მათ 1948-49 წლებში კიდევ 2 ტიტული მოიგეს. 1949 წელს "ბარსელონამ" პირველად მოიგო "Copa Latina". 50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის - ფერნანდო დაუჩიკისა და "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის - ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო. მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, "Copa del Generalisimo", "Copa Latina" და "Copa Eva Duarte". 1953-ში "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი და "Copa del Generalisimo".[4] ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში "ბაზრობათა თასს" (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.
მწვრთნელის ელენიო ერერას ხელმძღვანელობით, ასევე ახალგაზრდა ლუის სუარესის (1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი) და კუბალას მიერ მიწვეული 2 უნგრელის (შანდორ კოჩიში და ზოლტან ჩჟიბორი) დახმარებით, "ბარსამ" კიდევ 2-ჯერ შეასრულა დუბლი 1959 და 1960 წლებში. 1961 წელს "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევრო ტურნირებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ამით ბოლო მოუღო მათ ჰეგემონიას.
1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო. 1957 წელს "ნოუ კამპის" მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს "ბაზრობათა თასი" მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა "Copa del Generalisimo"-ს ფინალში "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" 1:0 დამარცხებით.
1974 წელს "ბარსელონამ" დაიბრუნა თავისი სახელი "Football Club Barcelona".
კრუიფი (1974-1978) 
1973/74 წლების სეზონში გუნდში მოვიდა იოჰან კრუიფი. "ბარსელონამ" იმ პერიოდის ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფმა, რომელმაც უკვე "აიაქსში" გაითქვა სახელი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რეალს" "ბარსელონა" არჩია იმის გამო, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. ჰოლანდიელმა 60-იანი წლების შემდეგ პირველად მოაგებიდა კლუბს ჩემპიონატი და მთავარი გმირი გახდა "ბერნაბეუზე" "რეალის" 0:5 დამარცხებაში. "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.
ნუნიესის პრეზიდენტობა (1978-2000)
სტაბილური პერიოდი (1978-1988)


ხოსე მარი ბაკერო
1978 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. მისი მთავარის მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერად ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984/85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გარი ლინეკერი ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.
ოცნების გუნდი (1988-1996) 


რონალდ კუმანი
1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და შექმნა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობის გამო "ოცნების გუნდსაც" უწოდებდნენ. იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.
1996-2000 


კრუიფის ადგილი ბობი რობსონმა დაიკავა. მისი ცნობილი გამონათქვამია: "კატალონია არის ქვეყანა და ბარსელონა - მისი არმია". რობსონმა გუნდში რონალდო მოიყვანა და თავის ერთადერთ სეზონში ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. რობსონი ლუის ვანგაალმა შეცვალა. გუნდში მოვიდნენ ლუიშ ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯოვანი და რივალდო. "ბარსამ" 1998/99 წლებში ჩემპიონატი და თასი მოიგო. 1999 წელს, კლუბს 100 წლის იუბილეზე "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ევროპულ ტურნირებში წარუმატებლობების გამო 2000 წელს გუნდო დატოვეს პრეზიდენტმა ნუნიესმა და ლუის ვან გაალმა.
გასპარი და კრიზისის პერიოდი (2000-2003) 
ნუნიესის და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელაც "ბარსას" მთავარ მეტოქე - "რეალში" გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და "კამპ ნოუზე" ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა და საბოლოოდ 2003 წელს გასპარი პოსტიდან გადადგა.
აწმყო 



2003 წელს "ბარსას" პრეზიდენტად ახალგაზრდა ჟოან ლაპორტა აირჩიეს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო'ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელბსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.
2004-05 წლებში ლაპორტას "ბარსელონამ" პირველად მოიგო ჩემპიონატი. "ბარსამ" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. ჩემპიონთა ლიგაზე რაიკარდის გუნდი "ჩელსისთან" დამარცხდა, საერთო ანგარიშით 5:4.
2005-2006


ზეიმი ბარსელონას ქუჩებში 2006 წელი
ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელოის პერიოდში საუკეთესო იყო. "ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.
2006-07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.
2008-09 მიუხედავად იმისა რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას , მან და ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , პეპ გუარდიოლა მოიწვიეს . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა . გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე . სეზონი ბარსასთვის წარუმატებლად დაიწყო . გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში ნუმანსიასთან დამარცხდა , შემდეგ კი რასინგის დამარცხებაც ვერ შეძლო . ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე . მაგრამ გუნდმა მოახერხა ყველა კრიტიკოსი არამხოლოდ გაეჩუმებინა არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით . წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან ბარსა მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი . 1998 წლის შემდეგ ბარსელონამ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე სადაც მოგვიანებით მესტალიაზე ბილბაოს ატლეტიკი დაამარცხა ანგარიშით 4:1 ( მიუხედავად იმისა რომ პირველი გოლი ბილბაოს ფეხბურთელებმა გაიტანეს ) . ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა ( უშუალო კონკურენტის , რეალის დამარცხების შემდეგ ) . მეორე წრის დასაწყისში ბარსამ რამოდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა რეალის გულშემატკივრებს იმის საბაბი რომ ეფიქრათ თითქოს ინტრიგა აღსდგა . მაგრამ ისევ და ისევ რეალთან სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში ბარსელონამ დაამტკიცა რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ , ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა . კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამოდენიმე დღეში მადრიდის რეალი ვილიარეათან დამარცხდა . ამ შედეგმა ბარსელონა კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში , მეორე გამარჯვება მოუტანა . მაგრამ ბარსას წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა . ჩემპიონთა ლიგაზე ბარსამ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი , შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად , მეორე თამაშში ლიონის ანგარიშით 5:2ის დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში , სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნჰენის ბაიერნი . ნახევარფინალში ბარსას მეტოქე ლონდონის ჩელსი იყო . 21 საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან , ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა , მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში ჩელსის მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს . მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .


სტადიონი
ბარსელონა საშინაო მატჩებს 1957 წლიდან მართავს კამპ ნოუზე, რომელიც იტევს 98,772 მაყურებელს. კამპ ნოუ არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში. სტადიონი უეფას კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.
ბარსელონა
კატეგორია: ფეხბურთი | ნანახია: 457 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
კალათა
თქვენი კალათა ცარიელია
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები