სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელიც პროექტ „ნიჭიერის" ერთ-ერთი ვიდეორგოლის დროს, დარბაზში დაფიქსირებულ „მოჩვენებას" ასახავს.
მომხმარებლების აზრით, ბავშვი, რომელიც „მოჩვენებაა" რეალურად ზის დარბაზში. ნაწილს მიაჩნია რომ ვიდეორგოლი კარგი მონტაჟს შედეგია, ხოლო ნაწილს მართლა მოჩვენებად მიაჩნია. თუმცა ბავშვის დარბაზში რეალურად არსებობას ავტომატურად გამორიცხავს ვიდეოს ყურადღებით ნახვა.
დარბაზის იმ ნაწილში, სადაც „მოჩვენება" დააფიქსირეს ახალგაზრდა მამაკაცები სხედან. მამაკაცი, რომლის უკანაც „მოჩვენება" ჩნდება ვერ ამჩნევს, რომ მის უკან პატარა ბავშვია. ბავშვს ვერ ამჩნევენ ის ადამიანებიც, ვის წინაც „მოჩვენება" ჩნდება.