შაბათი, 2024-04-20, 3:38 PM
                          
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 22920
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 5858
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 5162
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 5012
სახალისო სტატუსები / Sasacilo Statusebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4436
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4415
ცნობათა ბიურო

კომენტარები: 0 ნანახია: 4363
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 3902
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 3:38 PM
თქვენი IP: 18.117.158.47
თარიღი: 2024-04-20
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივნისი » 17 » გინესის რეკორდების წიგნი
2:24 PM
გინესის რეკორდების წიგნი

1951 წლის 4 მაისს კომპანია "Guinness Brewery"-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა "გინესის რეკორდების წიგნი”.

პირველი "გინესის რეკორდების წიგნი", რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით "გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

ეს რაც შეეხებოდა მცირე ისტორიას, ამ პოსტში კი იმ პიროვნებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ.

Gary Turner

გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე. ეს ყველაფერი კი ელერს-დანლოსის სინდრომის დამსახურებაა. იგი გინესის რეკორდების წიგნში "ადამინი-რეზინის” სახელითი არის შესული.

 

ჯოლ ვოლი ამერიკიდან, რომელიც თავისი სიამაყის გვერდით დგას – რეზინის ლენტისგან შექმნილი ყველაზე დიდი ბურთი, რომლის წონაც 4 ტონას აჭარბებს. იგი 2008 წლის 13 ნოემბერს ფლორიდას შტატში აწონეს.

ყველაზე სწრაფი მორბენალი ლასტებით (დიახ ლასტებით :D ) გერმანელი მარენ ცოკნერია. მან 100 მეტრიანი დისტანცია 22,35 წამში დაფარა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი დანა

მსოფლიოში ყველაზე დიდი, ჯიბის დანა 3,9 მეტრის არის და 122 კილოგრამს იწონის. თუმცა ძნელია ასეთი ზომის ნივთს, "ჯიბის დანა” :D . იგი პორტუგალიაში, 2003 წელს შექმნეს ტელმო კადავეზმა და ვირჯილიო რაულმა.

ანიტა შვარცი

ანიტა შვარცი გერმანიიდან, რომელმაც შეძლო და გაიარა 40 მეტრის მანძილი 19 ლუდის გათხით ხელში.

სკოტ მერფი

სკოტ მერფი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 30 სმ დიამეტრის მქონე ტაფა 30 წამში მოღუნა და 17 სანტიმეტრამდე დააპატარავა.

ყველაზე გრძელი ფრჩხილები

მელვინ ბუტი მიჩიგანიდან (მარჯვნივ), მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 9 მეტრი და 5 სმ-ია. ლი რედმონდს (მარჯვნივ) კი ფრჩხილები 1979 წლიდან არ დაუჭრია. მისი სიგრძე 8 მეტრი და 65 სმ-ი იყო მანამ, სანამ ავტოავარიაში არ დაკარგა თავისი "სიამაყე”.  მისი თქმით ასე ცხოვრება ბევრად ადვილია, თუმცა ეს ყველაზე დეპრესიული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

227 მაისური

ჯეფ ვან დიკს კი შეძლო თავის სხეულზე 227 მაისურის ჩაცმა. ეს რეკორდი 2008 წლის 24 აპრილს, ბელგიაში დამყარდა.

საათების ყველაზე დიდი კოლექცია

საათების ყველაზე დიდი კოლექციონერი ჯეკი შოფია ამერიკიდან. მან 2008 წლის 17 ივნისის ჩათვლით 1094 საათი მოაგროვა.

კაცი-ყინული

ჰოლანდიელი უიმ ჰოფის ნიჭის კი ნებისიმიერ თქვენგანს შეშურდება. მან 1 საათისა და 42 წუთის განმავლობაში სრულიად შიშველმა გაძლო ყინულის ქვეშ.

ყველაზე გრძელი ნავი

ის ინდოეთია, ყველაზე გრძელი ნავი, რომელიც 43,7 მეტრისაა და ზედ 143 ადამიანის ადგილია, აქედან 118 მენიჩბეა, 2 მედოლე, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები. მისი პირველი ექსპლუატაცია 2008 წლის 1 მაის მოხდა.

რეკორდი ცხენით

ყველაზე უცნაური რეკორდი ვენგრიელმა, ჰალაპი როლანდმა დაამყარა, რომელიც ცეცხმოკიდებული ცხენმა ათრია 472 მეტრის მანძილზე.

ყველაზე გრძელი წვერი

სარვან სინგის წვერის სიგრძე 2 მეტრსა და 33 სმ-ს აღწევს.

ყველაზე გრძელი ძაღლის ყურები

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებია 34,9 სმ მარჯვენა და 34,2 მარცხენა. ეს შინაური ცხოველი ბრაიან და ქრისტინა ფლენსერების კუთვნილებაა, რომლებიც ილინოისის შტატში ცხოვრობენ.

თმები ყურებიდან

თმები ყურებიდან არაერთ ადამიანს ამოსდის, თუმცა 18 სანტიმეტრის სიგრძის მხოლოდ ინდოელ, ენტონი ვიქტორს გააჩნია.

ყველაზე დიდი ჰამბურგერი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი, რომელიც იჭმევა, 74,75 კილოგრამს იწონის და 399 დოლარი ღირს კაფე-ბარში სახელწოდებით "მელისთან”. ეს კაფე მიჩიგანის შტატში, საუთგეითში მდებარეობს. უზარმაზარი ჰამბრუგერი კი 2008 წლის 29 აგვისტოს გააკეთეს.

რძიანი ცრემლები

თურქმა ირლეკ ილმაზმა თვალიდან ცრემლის ნაცვლად რძე 280 სმ-ს მანძილძე გადაასხა.

ყველაზე დიდი ავტომობილი

Bigfoot 5 – ეს უდაოდ ყველაზე დიდი ჯიპია მთელ მსოფლიოში, მისი სიმაღლე 4,7 მეტრია, ხოლო ბორბლების სიმაღლე – 3 მეტრი. იგი 17 236 კილოგრამას იწონის, ძრავაზე და საწვავის ხარჯზე კი ლაპარაკიც ზედმეტია

ყველაზე პატარა კაცი მსოფლიოში

ხე პინგ-პინგი მონღოლეთიდან, ცნობილია როგორც ყველაზე პატარა ადამიანი დედამიწის ზურგზე. მისი სიმაღლე 74,61 სმ-ია. ამ ფოტოზე იგი ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალის – სვეტლანა პანკრატოვას – გვერდით/ქვეშ დგას. სამწუხაროდ მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი დღეს უკვე გარდაცვლილია.

თვალების "გადმოყრა"

კიმ გუდმანს თვალების "გადმოყრა” 11 მილიმეტრზე შეუძლია. ეს რეკორდი 1998 წელს გინესის რეკორდების ტელე-გადაცემაში დამყარდა.

ყველაზე დიდი ადამიანი მსოფლიოში

თურქი სულთან კოსენი ყველაზე მაღალი ადამიანია მსოლფიოში. მისი სიმღალე 2 მეტრი და 46 სმ-ია. იგი ძალიან ამაყობს, რომ ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსით სარგებლობს.

ველოსიპედით წყალქვეშ

რას წარმოიდგენდნენ თევზები, რომ ერთხელაც რომელიმე ადამიანი ადგებოდა და 66,5 მეტრს წყალქვეშ ველოსიპედით გაივლიდა? ეს პიროვნება ვიტორიო ინოსენტე გახლავთ იტალიიდან, რომელმაც შეძლო ამ რეკორდის დამყარება.

ტატუ

იზაბელ ვარლის სხეულის 93% ტატუირებით არის დაფარული. ძალიან მაინტერესებს დანარჩენი 7% რა ნაწილია :D .

სახე-მაგნიტი

აარონ ქეისი, მოზარდი, რომელის სახეც მაგნიტის როლს ასრულებს. მას შეუძლია 17 კოვზის მიმაგრება.

ყველაზე დიდი ცხვირი

ყველაზე გრძელი/დიდი ცხვირი მსოფლიოში ეკუთვნის თურქ, მეჰმედ უზურეკს. მისი სიგრძე 8,8 სმ-ია შუბლიდან ნესტოებამდე.

საიმონ ელმორი

საიმონ ელმორი გერმანიიდან, რომელმაც შეძლო და 400 ცალი წვენის საწრუპი 10 წამის განმავლობაში გაიჩერა პირში. თქვენ რამდენის გაჩერება შეგიძლია?

ყველაზე გრძელი თმები

ჩინელ სი ციპინგს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმები აქვს. მათი სიგრძე 5627 მილიმეტრია. იგი თმას 1973 წლიდან იზრდის.

ყველაზე მძიმე ფეხსაცმელები

ოდესმე დაინტერესებულხართ თუ რამდენს იწონის თქვენი ფეხსაცმელი? ჩიან ჩენცის ფეხსაცმელი 122,8 კილოგრამია და იგი გინესის რეკორდების წიგნში შესულია, როგორც ყველაზე მძიმე ფეხსაცმელი.

ყველაზე გრძელი ძაღლის ენა

ბეკი სტენდფორდის ძაღლს, ბაკის, ყველაზე გრძელა ენა აქვს მსოფლიოში, მისი სიგრძე 11,43 სმ-ია.

ყველაზე მძიმე ლიმუზინი

და დღეისთვის ბოლო, რეკორდსმენების მაიკლ მაჩადოსა და პამელა ბარტოლომეოს სიამყე – ყველა გრძელი და მძიმე ლიმუზინია – რომლის სიგრძეც 21,3 მეტრია, სიმაღლე – 4,1 მეტრი, ხოლო წონა 22 933 კილოგრამს შეადგენს.

ამ პოპულარული და განსხვავებული ადამიანების ჩამოთვლით დავასრულებ პოსტის წერას. თქვენ კი კომენტარების სახით შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი რეკორდებისა და მიღწევების შესახებ. თუ გყავთ რომელიმე კუმირი რეკორდსმენი? თუ გსურთ მიაღწიოთ რაიმე რეკორდს და მოხვდეს თქვენი სახელიც ამ წიგნში?

კატეგორია: გინესის რეკორდები | ნანახია: 1917 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები