შაბათი, 2018-11-17, 7:56 AM
                          
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 21905
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 4492
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 4217
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 3960
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 3712
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 3143
სახალისო სტატუსები / Sasacilo Statusebi

კომენტარები: 0 ნანახია: 2648
სტატუსები და ბრძნული აზრები

კომენტარები: 0 ნანახია: 2314
statusebiii!!

კომენტარები: 1 ნანახია: 2312
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 7:56 AM
თქვენი IP: 54.221.75.115
თარიღი: 2018-11-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » დათა თუთაშხია
2:37 PM
დათა თუთაშხია

  1. „ეს არის ორი ძლიერი პიროვნების-აბრაგ დათა თუთაშხიას და მისი მამიდაშვილის, პოლკოვნიკ მუშნი ზარანდიას ცხოვრება და ურთიერთობა. განგებამ ისინი თანაბრად მდიდარი შესაძლებლობებით მოუვლინა ქვეყანას, მაგრამ ზნეობამ სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა."
  2. "…ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი კი-მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქოდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარის ღირებულება მისი ზნეობის ღირებულებით განისაზღვრება. დარწმუნებული ვარ, ყველა დროის საზოგადოებაში იყო არწივის, სვავის თუ ჩიორას მეტ-ნაკლები ასპარეზი და ადამიანი ერთს, მეორეს თუ მესამეს ზნეობრივი მიდრეკილების თანახმად ირჩევდა."
  3. „თუმც ღმერთმა მშვენიერება ყოველგვარი სიკეთისა და სათნოების წყაროდ დასახა, მაგრამ წესს გამონაკლისიც უნდა ჰქონდეს, და ამჯერად მშვენიერებამ უბედურება შვა: ქართველი ქალიშვილის-ელე თუთაშხიას სილამაზემ სამსახურიდან გადამდგარ პორუჩიკს, გვარად ანდრიევსკის დაუფიქრებელი, გრძნობისმიერი ნაბიჟი გადაადგმევინა. ამის გამო ქალიშვილის ძმამ, დათა თუთაშხიამ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ანდრიევსკის და აბრაგობას მიჰყო ხელი. ეს მოხდა ათას რვაას ოთხმოცდახუთ წელს, როცა დათა თუთაშხია ცხრამეტი წლისა იყო."
  4. „ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა."
  5. „თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან, რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან, ჩვენ ვაქცევთ თავხედებად: ქალი იქნება თუ კაცი, -შაფათავას ცოლისთანა ტუტუცი,-ერთხელ ინსტინქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული, ხათრიანი კაცის მიმართ იზამს, ეს კაცი, თავისი ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, თავხედობას შეარჩენს. მეორედ სხვა სიტუაციაში შეიძლება ასე გამოუვიდეს. მესამედაც. ტუტუცი კია, მაგრამ მიხვდება, -თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო!ახლა პირიქით ვნახოთ: ტუტუცს დღეს არ დაუთმეს გზა თუ რაც არის, და თავხედობა არ გაუვიდა. ხვალაც ასე მოხდა. ზეგ იქნებ ისეთსაც გადაეყაროს, რომ თავხედობისთვის მიუზღოს კიდეც. როგორი ტუტუციც უნდა იყოს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, თავხედობაზე ხელს აიღებს და სამარემდე წესიერი კაცი იქნება."
  6. „არსებობს გარდაუვალი კანონზომიერება: აბრაგის ხვედრი, ბოლოს და ბოლოს, სახრჩობელა, მდევრის ტყვია ან გამცემის ხანჯალი თუ საწამლავია, მაგრამ თუთაშხია, ჩანს, განგების რჩეული იყო და მისი ბედისწერა ჯერჯერობით კანონზომიერებას არ ემორჩილებოდა."
  7. „-სამასი მანეთი თვითონ მივეცი. ვასესხე. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს."
  8. „დათა თუთაშხია ისეთი კაცი იყო, უმსგავსობას ვერ მოითმენდა, ჩაერეოდა უსათუოდ და იმ გაფუჭებული ხალხის ცხოვრებაში ჩარევა საქმეს შორს წაიყვანდა ძალიან."
  9. „ამ ქვეყანაში კანონი ყველაზე იაფი საქონელია."
  10. „კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ."
  11. „სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა."
  12. „-ასეა, ჩემო ბატონო, შიში თუ არ აქვს ადამიანს, შიში-დაიღუპება უეჭველად. მარა მარტო შიშიც არ კმარა, სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი, რომ კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოდუნდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას."
  13. „-ხალხს თუ უთხარი-ადამიანი ხარო, რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას, თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო,-შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!.."
  14. „სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე."
  15. „სიყვარული რაა, თუ იცი? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. სნეული და ძნელი მოსავლელი ბავშვები რომ უფრო უყვარს დედას, თუ შეგინიშნავთ ის?"
  16. „ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი-ერთი. ახლა, მთლად შიმშილი კი არა, მარა მთლად სიმაძღრეც არაა კაი. მეორე-შიში. სიყვარული იცის შიშმა და ქება-დიდება და ლოცვაც სიყვარულისთვისაა საჭირო-ორივე ერთად უნდა. კიდევ რაა ხალხის ბედნიერებისთვის საჭირო? ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოვადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ.დაჭიმული-აუცილებლად. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი. იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე მე ჩემი ხალხისთვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად."
  17. „-კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს."
  18. „კაცობრიობის ისტორია შედგება იმისგან, რომ კონკრეტული პიროვნებები თუ ადამიანთა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯგუფები უმტკიცებდნენ დანარჩენ კაცობრიობას,-ჩვენს მიერ მოთავაზებული ცხოვრებისა და რწმენის სახე ემჯობინება იმ ცხოვრებას და რწმენას, რომელიც თქვენ ამჟამად გაგაჩნიათო."
  19. „-რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედევთ ამას!-დაიძახა დათა თუთაშხიამ და გაინაბა ხალხი.-ერთი დღის მოსული კაცები ვართ ჩვენ, უცხო კაცები… ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!"
  20. „-მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, -მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლა ღმერთი-ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურეველობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს."

კატეგორია: ქართული კინო | ნანახია: 775 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
კალათა
თქვენი კალათა ცარიელია
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები