გზის სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრების წესების დარღვევა - 50 ლარით ჯარიმდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. კანონპროექტის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა. კანონის დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა განსაზღვრული არ იყო, პროექტით, კი ჯარიმები დაწესდა.
|