მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » 24 წლის ბიჭის თვითმკვლელობა სათვალთვალო კამერამ გადაიღო (VIDEO)
7:15 PM
24 წლის ბიჭის თვითმკვლელობა სათვალთვალო კამერამ გადაიღო (VIDEO)
ახალგაზრდა მამაკაცმა მოსკოვის მეტროში თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც საბანკო ანგარიშიდან 1 მილიონი რუბლი ვერ გამოეტანა, რომელიც მშობლებისთვის სჭირდებოდა.
ის მატარებლის რელსებში ჩავარდა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორც დებს ახალგაზრდა თავს ლიანდაგზე მატარებლის გავლამდე.
ტრაგედია ათობით ადამიანის თვალწინ მოხდა. მეტროსადგურ „ბიბირევოს" თანამშრომლებმა რელსებიდან განცალკევებული თავი და ტანი ამოიტანეს - წერს „ლაიფ-ნიუსი".
„მატარებლის თვლებმა სამართებელივით იმუშავა, თვითმკვლელმა ისე გათვალა ყველაფერი, რომ საკუთარ თავს ერთი შანსიც კი არ დაუტოვა" - განაცხადეს სამართალდამცავებმა.
თვითმკვლელი - 24 წლის ივან მალიკი აღმოჩნდა. ის ერთ-ერთ ესპანურ ბანკში მუშაობდა. მოსკოვში სოეციალურად მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და მადრიდში მალე უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მანამდე ახლობლებთან რამდენიმე დღის გატარებას აპირებდა.
ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდამ დედას დაურეკა, რათა გაეხარებინა, რომ მასთან ტიუმენში ჩადიოდა.ის მშვიდად იყო, საერთოდ ვერაფერი შევამჩნიე - ამბობს დედა.
თუმცა ივანმა ბილეთების ყიდვა ვეღარ მოახერხა. ამის მაგივრად მეტროში ჩავიდა და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში პლატფორმაზე მიმოდიოდა, თითქოს, ადგილს სწავლობდა.
„სავარაუდოდ, ის ადრევე გეგმავდა სუიციდს. ვიდეოკმარების საშუალებით დავადგინეთ, რომ ის ორჯერ იმყოფებოდა ამ სადგურზე" - ამბობენ სამართალდამცავები.
ნათესავების თქმით ივანს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
ერთადერთი, კრედიტი ჰქონდა. იმიტომ აიღო, რომ მამას სახლის მშენებლობაში დახმარებოდა. მერე რაღაც პრობლემები დაეწყო საბანკო ბარათებთან დაკავშირებით და კრედიტის დაფარვას ვეღარ ახერხებდა.
ტრაგედიის დღეს ივანმა დედას უთხრა, რომ ერთ-ერთი ბარათი დაუბლოკეს.