ოთხშაბათი, 2024-04-17, 2:14 AM
                          
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
 საიტის მენიუ
 top ფაილები
ონლაინ პოტოშოპი

კომენტარები: 1 ნანახია: 22915
დამკა გახდაზე

კომენტარები: 4 ნანახია: 5830
Tarzan / ტარზანი (1999)ქართულად

კომენტარები: 0 ნანახია: 5158
ნიაგარას ჩანჩქერი

კომენტარები: 0 ნანახია: 5004
სახალისო სტატუსები / Sasacilo Statusebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4431
sauketeso filmebi

კომენტარები: 0 ნანახია: 4411
ცნობათა ბიურო

კომენტარები: 0 ნანახია: 4359
ყველაზე მაგარი ლექსი სიყვარულზე.. : )

კომენტარები: 0 ნანახია: 3899
 პროგრამები









 ბოლო კომეტარები


ავტორი:
:) :sweated: dzaan magari tamashia magram ar vici rogor chavrto

ავტორი:
dzaan magariaa 15 im gaixare dzmaaa (damwerma)

ავტორი:
:evil: :faint: magadana ra suota glejaoia

ავტორი:
davit giorgaze 12 wlis

ავტორი:
davit giorgaze 12 Wlis

ავტორი:
erekle kargi bichia

ავტორი:
var magali da simpatiuri miyvars kalebi bavshvebi ara


 media player
Cinema online
 Block title
ფილმები [10]
პროგრამები [8]
თამაშები [23]
მუსიკა [3]
სურათები [2]
მობილური [0]
ფეხბურთი [95]
ვიდეო [3]
სასაცილო [11]
კლიპები [6]
წიგნები [0]
სიახლეები [1]
ქართული კინო [2]
პოეზია [6]
ბიოგრაფია [3]
სხვადასხვა [4]
ქართული მუსიკა [1]
TELEVIZIA [5]
საინტერესო [20]
გინესის რეკორდები [2]
კალათბურთი(NBA) [3]
UCOZ სიახლეეები [5]
ვოდეოგაკვეთილები [4]
wwe ბრძოლები [6]
საინტერესო [10]
სხვადასხვა [14]
ანეკდოტები [2]
VIDEO CHAT ( ვიდეო ჩატი) [1]
 მინი-ჩეთი
500
 სტატისტიკა
www.wsa.ge

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:14 AM
თქვენი IP: 3.141.244.201
თარიღი: 2024-04-17
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:
 შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » ივლისი » 5 » 2012 წლის ზაფხული: მთავარი ტრანსფერები
10:43 AM
2012 წლის ზაფხული: მთავარი ტრანსფერები

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს გაიხსნა. ეს ფაქტი ევრო 2012-ის გამო ოდნავ ჩრდილში იდგა. ქვევით წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ეფექტურ ტრანსფერს ამ ერთი თვის განმავლობაში.







მარკო როისი ("გლადბახი"- დორტმუნდის "ბორუსია," 18,7 მლნ. ეურო).

 

ნიჭიერი ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიას" აღზრდილად ითვლება, თუმცა, "ფუტკრების" რიგებში ადგილის დამკვიდრება როისმა ვერ შეძლო, რის გამოც მალე იგი დორტმუნდელი კლუბის ხელმძღვანელობამ გაყიდა სამომავლო უპერსპექტივობის გამო, მაგრამ გასული სეზონი მარკომ, უბრალოდ, შესანიშნავად ჩაატარა, რითაც ის "გლადბახს" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. მან ასვე თავის გამოჩენა ევროპის ჩემპიონატზეც შეძლო. როისს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ფლანგის დაკეტვა და მოედნის ცენტრში თამაშის გამწვავება შეუძლია. "უძღები შვილის" დასაბრუნებლად, დორტმუნდის "ბორუსიამ" 15 მლნ. ფუნტი გადაიხადა.


დიდიერ დროგბა ("ჩელსი"- "შანხაი შენხუა," თავისუფალი აგენტი)

 

დიდიერ დროგბას ლონდონის "ჩელსიში" დრო დაუმთავრდა. თავდამსხმელმა "ლურჯების" რიგებში თითქმის რვა მატჩი ჩაატარა, ახლა კი იგი საპენსიო კრუიზზე ჩინეთში გაემართა. ლონდონში თამაშისას ბომბარდირმა არაერთი ტიტული მოიგო და ყველაზე მნიშვნელოვანი რისი მოპოვებაც მან მოახერხა ისაა, რომ აბრამოვიჩის გუნდის ფანების გულის მონადირება შეძლო. იმის შესახებ, რომ ის კლუბს დატოვებდა, დიდიერი ჯერ კიდე სეზონის დასაწყისში საუბრობდა, ასე, რომ კოტ-დიუვარელი ფორვარდის წასვლა სიურპრიზი არ ყოფილა. მისი წასვლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინგლისის ლიგისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის- ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა, თვითონ მან უზრუნველყოფილი და წყნარი ჩინეთი აირჩია. არ შეიძლება იმ ფაქტზე ყურადღების არ მიპრობა, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ფეხბურთელებს ზრაპრული ხელფასები აქვთ, რაც კარიერის დასასრულს კარგ სტიმულად ითვლება.

 


ხორდი ალბა ("ვალენსია"-"ბარსელონა," 15.2 მლნ. ეურო)

 

კატალონიელების აღზრდილმა არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური მონაცემების გამო "ბარსელონას" ახალგაზრდული შემადგენლობის მწვრთნელის ყურადღება ვერ მიიპყრო, რის გამოც იგი გაყიდულ იქნა "კორნელიაში," საიდანაც ლა ლიგაში დაბრუნდა. "ლურჯ-ბროწეულისფერები" აქტიურად ცდილობდნენ მინიატურული ფეხბურთელის გაფორმებას, თუმცა, კლუბებმა საკმაოდ დიდი ხანი სასურველ სატრანსფერო თანხაზე ვერა და ვერ მოილაპარაკეს. ხორდი ალბამ საკუთარი თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა ევროპის ჩემპიონატზე, იტალიასთან გამართულ ფინალში მან გოლის გატანა შეძლო. "ბარსელონაში" ის გადადის, როგორც ერიკ აბიდალის შემცვლელი, რომელიც გასულ სეზონში უფრო მეტ დროს მკურნალობდა, ვიდრე თამაშობდა. მისი სისწრაფისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ხორდი ალბა კატალონიური კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი შესაძლოა გახდეს.



რიკარდო მონტოლივო ("ფიორენტინა"- "მილანი," თავისუფალი აგენტი)


იტალიურმა "მილანმა" ხელში გემრიელი ლუკმა ჩაიგდო. ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერი მის პოტენციურ მყიდველებს შესაძლოა ძვირი დასჯდომოდათ, მაგრამ მონტოლივომ "იებთან" კონტრაქტის არ გახანგძლივება გადაწყვიტა და "როსონერის" ხელში სრულიად უფასოდ ჩაუვარდა. ფლორენციული კლუბი საკუთარი ლიდერის შენარჩუნებას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობდა, თუმცა, გრძელვადიანმა მოლაპარაკებებმა ისინი მნიშვნელოვან ვერაფრამდე ვერ მიიყვანა. რიკარდოს კლუბის შეცვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მონტოლივო ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ნაწილი გახდა, იგი მატჩიდან მატჩამდე უმატებდა. თავის პარტნიორებთან ერთად ფეხბურთელმა ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზამდე მიღწევა შეძლო, ხოლო "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ფინალში იგი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, თუმცა, ამ მატჩში იტალიელების ფიასკო მოხდა, ისინი ესპანეთის ნაკრებთან 4:0 დამარცხდნენ.


შინჯი კაგავა (დორტმუნდის "ბორუსია"- "მანჩესტერ იუნაიტედი")

 

კაგავას "გაეშმაკებით" პრაქტიკულად ყველამ მოიგო. თვითონ იაპონელმა მაღალ დონეზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესანიშნავი შანსი მიიღო, რაზედაც მთელი გასული სეზონი ოცნებობდა. "მანჩესტერმა" შესანიშნავი შუა ხაზის ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც მას გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მოსაგებად შესაფერისი არ აღმოაჩნდა, და ბოლოს დორტმუნდულმა კლუბმა საკუთარ ბიუჯეტზე იაპონელის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი კომპენსაცია აღმოაჩინა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარგი მოგება ნახა, მითუმეტეს, როდესაც ორი წლის წინ გერმანელებმა კაგავა მხოლოდ და მხოლოდ 350 ათას ევროდ შეიძინეს. სრულიად სხვა შეკითხვაა შეძლებს, თუ არა იაპონელი პრემიერ ლიგაში ადგილის დამკვიდრებას. ინგლისურ ფეხბურთში ბევრი ფეხბურთელი საკმაოდ ხისტად თამაშობს, იაპონელი კი ძლიერი ჯანმრთელობით ვერ დაიკვეხნის. ხშირად გვინახავს, რომ ტექნიკური ფეხბურთელები უბრალოდ იკარგებოდნენ "ნისლიან ალბიონზე."


ედენ აზარი ("ლილი"- "ჩელსი," 43,7 მლნ. ეურო).

 

ნიჭიერი ბელგიელი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან გულშემატკივრებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ასპარეზობით გაახარებს. აზარმა საფრანგეთში ბევრი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ბოლოს კი გულშემატკივრებს ჩემპიონატის ბოლო მატჩში ჰეთ-თრიქი აჩუქა. თავიდან ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა სურდა ორ მანჩესტერულ კლუბს, ხოლო თვითონ აზარმაც საკუთარ თვითერში არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ლურჯი ფერი უფრო მოუხდება. აღმოჩნდა, რომ ედენი არ იტყუებოდა, თუმცა, იგი ახალ სეზონს დაიწყებს არა "სიტიში," არამედ "ჩელსიში." ბელგიელმა თავისი გადაწყვეტილება იმით დააკომენტარა, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულის რიგებში თამაშის პერსპექტივამ. ფინანსური მხრითაც "ჩელსის" პროექტი უფრო მყარად გამოიყურებოდა. თუმცა, "სტემფორდ ბრიჯზე" ფეხბურთელი თავს ვერ დააღწევს მის შედარებას ფერნანდო ტორესთან, რომლის საყიდლადაც თითქმის იდენტური თანხა იქნა გადახდილი, ფერნანდომ, როგორც ცნობილია მინიჭებული იმედები ვერ გაამართლა.


მარკო მარინი ("ვერდერი"- "ჩელსი," 10.6 მლნ. ეურო)

 

ასევე ლონდონში შემდეგი სეზონიდან იასპარეზებს გერმანიის ნაკრების ჰავბეკი მარკო მარინი, რომელმაც მშვენივრად წარმოაჩინა საკუთარი თავი სამშობლოში. მინიატურული და სწრაფი ნახევარმცველი ბრემენული "ვერდერის" ნამდვილი ლიდერი გახდა, თუმცა, ბოლო დროს იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა ესაჭიროებოდა. ბრემენში მარინი ცოტათი უმოქმედოდ იყო და პროგრესირება შეწყვიტა. მარკოს შეუძლია თამაში, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე. ორივე პოზიციაზე მას ბევრი კონკურენტი ეყოლება, ასე, რომ მინიატურურლ გერმანელს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი მუშაობა მოუწევს. მისი სატრანსფერო თანხა არც ისე დიდია. ლონდონელებმა ბრემენულ კლუბს მის სანაცვლოდ 10,6 მლნ. ეურო გადაუხადეს.

 

 

ოლივიე ჟირუ ("მონპელიე"- "არსენალი," 16,4 მლნ. ეურო)

 

ფრანგი ფორვარდი ერთ-ერთი შემოქმედი გახდა ზღაპრისა სახელად "მონპელიე," რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ბევრ ევროპულ კლუბს სურდა ჟირუს თავიასი ფორმით ხილვა, თუმცა, ფრანგების ხელმძღვანელობას საკუთარი ლიდერის გაყიდვა არ სურდა. ოლივიეს შეძენაზე პრეტენდენტები თანდათან გაიფანტნენ, ხოლო ყველაზე პერსისტულად მოულოდნელად ლონდონის "არსენალი" აღმოჩნდა, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე ცდილობდა მის შეძენას. თუმცა, "მონპელიეს" ხელმძღვანელობის ეშმაკმა წარმომადგენლებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელებს საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღეს. საინტერესოა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ლონდონელთა რიგებში გადავიდა ჟირუს სტილის ფორვარდი მარუან შამახი, რომელსაც ამჟამად მტკიცედ "უკავია" "არსენალის" ზამენის სკამი. შედეგად ახლა, "არსენალის" ხელმძღვანელები თავს იმტვრევენ იმის თაობაზე, თუ როგორ მოიშორონ თავიდან მაროკოელი ფორვარდი.


ლუკაშ პოდოლსკი ("კიოლნი"- "არსენალი," 14.1 მლნ. ეურო)

 

ლუკაში მის კარიერაში პირველად მოსინჯავს საკუთარ ძალებს გერმანიის საზღვრებს გარეთ. "კიოლნის" ლეგენდამ გადაწყვიტა კვლავ დაეტოვებინა "თხების" რიგები, თუმცა, ამჯერად იგი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება. არსენ ვენგერმა გუნდის შეტევის ხაზში სერიოზული ცვლილების შეტანა განიზრახა, ხოლო პოდოლსკი, როგორც მოსალოდნელია ფრანგი მწვრთნელის გეგმის მიხედვით, მარცხენა ფლანგზე იმოქმედებს, რომელზეც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი ანდრეი არშავინი თამაშობდა. ამჯერად, მოზრდილ რუსსზე, როგორც ფრანგი სპეციალისტი იმედებს არ ამყარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელს ამ პოზიციაზე ერთი კონკურენტით ნაკლები ეყოლება, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევრო 2012-ზე პოდოლსკი არ ბრწყინავდა. სრულიად შესაძლებელია, რომ მასზე გრძელვადიანმა სეზონმა და მშობლიურ "კიოლნთან" ერთად ბუნდესლიგაში დარჩენისათვის ბრძოლამ იმოქმედა.


მარიო მანჟუკიჩი ("ვოლზბურგი"- "ბაიერნი," 14 მლნ. ეურო)

 

ხორვატმა ფორვარდმა შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი თავი ევროპის ჩემპიონატზე. მეორე სართულზე შესანიშნავად მოთამაშე ხორვატმა სამჯერ აიღო მოწინააღმდეგეების კარები და გახდა ევრო 2012-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. არ შეიძლება ითქვას, რომ მარიოზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა, რადგან "ბავარიამ" წყნარად და მშვიდად გააკეთა თავისი საქმე. მან ოპერატიულად იპოვა ივიცა ოლიჩის შემცვლელი. შეიძლება ითქვას, რომ მანჟუკიჩის ვარიანტი, უბრალოდ, უსაფრთხო ნასროლია, რადგანაც ფეხბურთელი ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით დიდი ხნის წინ შეეჩვია გერმანულ ფეხბურთს. ხორვატმა იცის, თუ როგორ იმოქმედოს ბუნდესლიგაში. ვნახოთ, როგორ შეეჩვევა იგი "რეკორდმაისტერის" რიგებში ასპარეზობას.

კატეგორია: ფეხბურთი | ნანახია: 1368 | დაამატა: administratorN:1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გვიპოვე face-ზე
კვირის ვიდეო
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
Block title


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

საიტის მეგობრები
       ყველა ჟანრის  
           ფილმები
         ცარიელია 
         ცარიელია
         ცარიელია 
           

 
ძვირფასო მომხმარებლებო გაიარეთ საიტზე რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი უფლებები... კომენტარების დადება, სიახლის დამატება და ასე შემდეგ...
გადასვლა მთავარ გვერდზე >>> სრულიად
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები